ეს ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობა იყო - ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტი

31.05.21 20:57
ეს ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობა იყო - ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტი

როცა ჩამოვფრინდით, აეროპოტშიც კი არავინ დაგვხვდა - ამის შესახებ ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა. ირმანტას კუკულსკი ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩა კოლეგების საქციელით.

როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ გუნდში პრობლემები ჰქონდათ და ვერაფრით დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ. არ მინდა, კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა. მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩი. რაგბის კავშირი მართლაც დიდია და ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. მიუხედევად ამისა, არ მგონია, შემდგომში რომ ვითანამშრომლოთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა რაგბის კავშირისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ აქ ჩამოვედით და არავინ დაგვხვდა. მადლობა კლუბებს, ვინც საკუთარი ინიციატივით დაგვეხმარა, რაგბიში ასე არ ხდება. რაგბი მეგობრობაზეა დამყარებული  - განაცხადა ტვ პირველთან ირმანტას კუკულსკიმ.

კუკულსკის სკანდალური განცხადების საპასუხოდ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი, ნიკა ალავიძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და თემის გაშუქების გამო ტვ პირველის ჟურნალისტს პროვოკატორს უწოდებს.

ეს ბრალდება არის დაუსაბუთებელი და კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ რა მცდელობაც გაქვთ, რომ დიდი ლაფი დაადოთ რაგბს და საქართველოს რაგბის კავშირს, სხვა მასშტაბაბებზე გახვედით", - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

ლიეტუვას რაგბის ნაკრების ხელმძღვანელი ტვ პირველს უდასტურებს, რომ ქართველი კოლეგებისგან ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ, თუმცა, ბოლოს მათ ტელეფონი გაუთიშეს. 

"პირველებმა" ეს ოფიციალური წერილი მოიპოვეს, რომელსაც ხელს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ხურციძე აწერს. 

რაგბის კავშირი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა.  ლიეტუვას  შვიდკაცა ეროვნული ნაკრები ჩვენს გუნდთან  ექვი თამაშის გასამართად ჩამოვიდა, თუმცა ექვსიდან ვერცერთი თამაში ვერ შედგა.  საპატიო სტუმრები, რომლებიც ქვეყანაში  თავად რაგბის კავშირმა დაპატიჟა, უყურადღებოდ დატოვეს, ჩამოსულ გუნდს არც აეროპორტში დახვდენ, არც სასტუმროში დააბინავეს და  არც უკანა გზაზე გააცილეს. 

ლიეტუვას ნაკრებმა საქართველო ისე დატოვა, რომ მასპინძლებს არც გამომშვიდობებია.

მსგავსი სიახლეები