ისტორიული გამარჯვება - სკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

26.08.23 15:44
ისტორიული გამარჯვება - სკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ისტორიული გამარჯვება - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

იაპონიის ქალაქ ოკინავაში საქართველოს ნაკრების მეტოქე კაპოვერდეს გუნდი იყო. შეხვედრა 25 ქულიანი სხვაობით  85:60 დასრულდა.

ჩვენს ნაკრებს  ყველაზე მეტი, 16 ქულა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოუტანა, 15 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, 12 ქულა კი დუდა სანაძემ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტ სლოვენიასთან 28 აგვისტოს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები