,,ვოლფსბურგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს- მარკ ვან ბომელი

ეს უკვე მისი მეორე ნაბიჯია სამწვრთნელო კარიერაში -გერმანულ კლუბ ,,ვოლფსბურგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, 44 წლის ჰოლანდიელი მარკ ვან ბომელი. იუწყება გერმანული გამოცემა DW.
მარკ ვან ბლომელი 2006-2011 წლებში ,,ბავარიაში" თამაშობდა და 2010 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა. ფინალი ,,ბავარიამ" მილანის ,,ინტერთან" წააგო.
ბომელს ერთხელ ჰოლანდიის და ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მარკ ვან ბომელი 2018-2019 წლებში ,,პსვ ეინდჰოვენის" მთავარი მწვრთნელი იყო.