შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიულ განვითარების პროცესში USAID-ის როლზე და გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისიაზე ვისაუბრეთ - ალექსანდრე კრევო ასათიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან შეხვედრა გამართა.
საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო ასათიანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან, სადაც გამართავენ სხვადასხვა შეხვედრებს.
„დღეს შეხვედრა გავმართეთ USAID-თან, USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან და ვისაუბრეთ USAID-ის როლზე საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისიაზე. ამ შეხვედრის შემდეგ, ატლანტიკურ საბჭოში შევხვდით ელჩ დან ფლითთან, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი და ვისაუბრეთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ასევე, ვისაუბრეთ დღევანდელ საფრთხეებზე, რაც საქართველოში არსებობს, მათ შორის რუსული და ჩინური გავლენები საქართველოზე.“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა