დანიელი ფეხბურთელი თამაშის დროს დაეცა - ის უგონო მდგომარეობაშია

12.06.21 21:00
დანიელი ფეხბურთელი თამაშის დროს დაეცა - ის უგონო მდგომარეობაშია

„ევრო 2020“-ის  ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის  გამართული მატჩის მიმდინარეობისას  დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა.

ამ დროისთვის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, სავარაუდოდ, გულის შეტევა აქვს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სამედიცინო დახმარების ჯგუფი ხელოვნურ მასაჟს უტარებდა. ამ წუთებში კი ის სავადამყოფოში გადაჰყავთ.