ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი გადარჩა

კრისტიან ერიქსენი გადარჩა. ამის შესახებ სტადიონზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ფეხბურთელი ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
„ევრო 2020“-ის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა.
მატჩი ამ დროისთვის შეწყვეტილია.ცოტა ხანში გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა მატჩი.