ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დასრულდა.
შვეიცარიელი ყოფილი პირველი ჩოგანი და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2016 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ფედერერმა ძალიან იოლად დაამარცხა ბასილაშვილი– 6:2, 6:1, 6:2
დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტაილორ ფრიცი იქნება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.