4 ქვეყანა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთზე“ ხმა მისცა

05.11.23 12:28
4 ქვეყანა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთზე“ ხმა მისცა

 

 

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიიდან 5 დღის შემდეგ ფრანს ფუტბოლმა სრული სია გაასაჯაროა - რომელმა ქვეყანამ რომელ ფეხბურთელებს მისცა ხმა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველად იყო ნომინირებული „ოქროს ბურთზე“, 100 ქვეყნიდან მხოლოდ ოთხმა დაასახელა საუკეთესოთა შორის.
ეს ქვეყნებია: საქართველო, (მე-3 ნომრად), სომხეთი (მე-5 ნომრად), იტალია (მე-5 ნომრად) და იორდანია (მე-5 ნომრად).
საბოლოოდ კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა.

საქართველოდან უკვე 29-ედ ხმა „სარბიელის“ გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ მისცა, რომლის ხუთეულიც ასეთი იყო: მესი, მბაპე, კვარაცხელია, გიუნდოგანი, როდრი.

ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ქართველია, რომელიც ოქროს ბურთზე ყოფილა ნომინირებული. მის გარდა წარდგენილები იყვნენ: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი.

 

მსგავსი სიახლეები