არ დავნებდები! - ქრისტიან ერიქსონი

14.06.21 12:43
არ დავნებდები!  - ქრისტიან ერიქსონი

,,არ დავნებდები, მსურს გავარკვიო, რა შემემთხვა "- ამის შესახებ ფეხბურთში დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ქრისტიან ერიქსონმა, განაცხადა.
ევრო 2020-ის დანია-ფინეთის საფეხბურთო მატჩის დროს ერიქსონი შეუძლოდ გახდა. მას გული გაუჩერდა. 
სპორტსმენს პირველადი დახმარება ნაკრების პირადმა ექიმმა აღმოუჩინა აღმოუჩინა, შემდეგ კი საქმეში ჩაერთვნენ ექსტრემალური სამსახურის სპეციალისტები, რომლებმაც დეფიბრილიატორის დახმარებით ფეხბურთელს გულის მასაჟი ადგილზე გაუკეთეს და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

,,მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთეთ," - აღნიშნა დანიის ნაკრების წევრმა. ქრისტიან ერიქსონი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საფეხბურთო მატჩი დანიასა და ფინეთს შორის ანგარიშით 0-1 დასრულდა.