ყოველთვის უნდა დაიწყო მოგებით, ეს საბრძოლო სულს ამაღლებს - კრიშტიანუ რონალდუ

15.06.21 19:46
ყოველთვის უნდა დაიწყო მოგებით, ეს საბრძოლო სულს ამაღლებს - კრიშტიანუ რონალდუ

დღეს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ,,ფ" ჯგუფის 2 მატჩი პორტუგალია-უნგრეთსა და საფრანგეთ-გერმანიას შორის გაიმართება. 

პორტუგალია- უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირებას ბუდაპეშტის სტადიონი ,,ფრენც პუშკაში"  უმასპინძლებს, მიუნხენში კი ევრო 2020-ის ერთ-ერთი შთამბეჭდავი თამაში საფრანგეთსა და გერმანიას შორის გაიმართება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალია, დღეს დაუპირისპირდება უნგრეთის ნაკრებს, რომელიც 44 წლიანი უიღბლობის შემდეგ 4 წლის წინ დაბრუნდა ევროპულ ლიგაში.

ევრო 2020-მდე პორტუგალია და უნგრეთი ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ. პორტუგალიამ 7-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, უნგრეთმა კი მხოლოდ ერთხელ დაამთავრა შეხვედრა ფრედ.

სპეციალისტები პორტუგალიას დღევანდელი მატჩის ფავორიტად თვლიან, მას მოგების 90%-იან შანსს უწინასწარმეტყველებენ, 6% თვლის, რომ უნგრეთის ნაკრები მიაღწევს წარმატებას, 4% კი ანგარიშის ფრედ დამთავრებას ფიქრობს.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, იმედოვნებს, რომ დღეს მათი მოგების დღეა.

ყოველთვის უნდა დაიწყო მოგებით, ის გინერგავს თვითდარწმუნების უნარს და საბრძოლო სულსაც გიმაღლებს. ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ ამბიციური გუნდი გვყავს და აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ევრო 2020 უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

გერმანია-საფრანგეთის საფეხბურთო დაპირისპირება 11 მატჩს ითვლის, აქედან ფრანგებს  5 მოგება აქვთ, გერმანელებმა რევანში მხოლოდ 4-ჯერ აიღეს, ორი თამაში კი ფრედ დამთავრდა.