კვარაცხელია ნახევარფინალს ეთიშება - ფეხბურთის ფედერაცია ამ დრომდე დუმს

21.11.23 17:37
კვარაცხელია ნახევარფინალს ეთიშება - ფეხბურთის ფედერაცია ამ დრომდე დუმს

 

 

სრული დუმილი ფეხბურთის ფედერაციაში. დღე ისე იწურება, რომ ამ დრომდე ლევან კობიაშვილის უწყება საჭიროდ არ თვლის, რომ ფეხბურთის ქომაგებს ახსნა-განმარტებები ჩააბაროს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ხვიჩა კვარაცხელია მარტში ლუქსემბურგთან დაგეგმილ შეხვედრაზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, პასუხებს ელოდებიან სპორტული ჟურნალისტებიც. ფეხბურთის საკითხებში გარკვეული ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ სახეზეა ფედერაციის პასუხისმგებლობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რადგან ფეხბურთელისთვის არავის უთქვამს, რომ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა.  

მსგავსი სიახლეები