ქართული ფეხბურთის სკანდალი - საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის

21.11.23 20:27
ქართული ფეხბურთის სკანდალი - საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის

ქართული ფეხბურთის დიდი სკანდალი - საქართველომ შესაძლოა, ხელიდან ისტორიული შანსი გაუშვას, ფეხბურთის ფედერაციაში კი სრული დუმილია. ფედერაცის პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ლევან კობიაშვილი არც კი თვლის საჭიროდ, საზოგადოებას აუხსნას, რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში. 

ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ გუშინ გაავრცელა ერთადერთი წერილობითი განცხადება, სადაც ფაქტი დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი მატჩი ლუქსენბურგთან ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის. ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, თუმცა ირკვევა, რომ ის საბედისწერო თამაშის წინ არავის გაუფრთხილებია, რომ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა.

ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები