„საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

04.12.23 18:06
„საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის.

კლუბის განცხადებით, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი გულშემატკივრობის წახალისება იყო და მხოლოდ სპორტულ ინტერესს ემსახურებოდა:

„ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.

ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თასის ფინალში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ უნდა დაუპირისპირდეს. რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმეორებდნენ ტექსტს „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში“.

 

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის წინ მსახიობებისა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების მონაწილეობით ვიდეო-მიმართვა გავრცელდა. 

 „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში" - ამბობდნენ ვიდო-რგოლში მონაწილე ადამიანები, რომელიც „საბურთალო"-მ გაავრცელა. 

6 დეკემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" და „ეროვნული ლიგის" 2023 წლის გამარჯვებული, ბათუმის „დინამო".