ბრძოლა წესების გარეშე ჭიდაობის ფედერაციაში - გეგეშიძეს პრეზიდენტობიდან ჩამოგდებას უპირებენ?

ბრძოლა წესების გარეშე ჭიდაობის ფედერაციაში - ლუკა კურტანიძის აგორებული სკანდალის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტი კამერებთან დღეს პირველად გამოჩნდა.
გეგა გეგეშიძე ამ წუთებში, პარლამენტშია. ოლიმპიური კომიტეტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, გაჩნდა განცდა, რომ გეგეშიძეს, რომელიც ხელისუფლებამ არაერთი სადამსჯელო ოპერაციისთვის გამოიყენა, ახლა ფედერაციიდან გაძევებას უპირებენ. გეგეშიძეს ვადა მომავალ წელს ეწურება, თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნების წინ მოჭიდავეების ფედერაციაში "ოცნებას" ახალი პრეზიდენტი სჭირდება, კანდიდატი კი უკვე შერჩეულია.
გეგეშიძე ამბობს, რომ, წარმოდგენა არ აქვს, რა აქვთ ჩაფიქრებული იმ ადამიანებს, რომლებიც მას ამ ჭორებს უგორებენ და
რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის პასუხს, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას, გეგეიშეძე ამბობს, რომ ჭორაობას არ აყვება და თანამდებობიდან არ გადადგება.
შეგიძლიათ კითხოთ ყველა დელეგატს, ვინც ის ესწრებოდა, ელემენტარული ერთი კითხვა ყველას დაუსვან და იქ აღმოჩნდება მტყუანი და მართალი. გამარჯობის მეტი მე მისთვის არაფერი არ მითქვამს. მას ჰკითხეთ, მოგონილ რაღაცაზე ჭორაობა არ მინდა. ვის რა ინტერესი აქვს, მე რატომ მეკითხებით, მე რა ვიცი. ვინც იჭორავებს, ყოველჯერზე ყველა ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა?" - ამბობს გეგშიძე.
იმის შემდეგ, რაც ლუკა კურტანიძე ფედერაციაში არ შეუშვეს, გაჩნდა კითხვები, რა დაპირისპირებაა უშაულოდ ლუკა კურტანიძესა და გეგა გეგეშიძე შორის. ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს ლუკა კურტანიძესთან და ამტკიცებს, რომ ის არავის გაუგდია.
კურტანიძე პრეზიდიუმის წევრია, ის ვალდებულია გამოცხადდეს პრეზიდიუმის სხდომაზე. კურტანიძემ თავის ნებით დაწერა განცხადება და მოითხოვა წასვლა, მარა იურიდიულად არჩეულია და მე ვერ გავუშვებ. ორჯერ დავუძახეთ მის მერე და არ მობრძანდა, ზუსტად იმ პრეზიდიუმის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, ყრილობაზე რა საკითხები გავიდოდა და მობრძანებული და გაიგებდა ყრილობაზე რა ხდებოდა, მაგრამ მას სურვილი არ ჰქონია. კურტანიძეს თავში რა უდევს არ ვიცი. არავითარი შეუთანხმებლობა, ვიცე-პრეზიდენტად დავნიშნე და რავიცი, რა უნდა იყოს".- ამბობს გეგეშიძე.
დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი, რის გამოც, სავარაუდოდ, გეგეშიძის ჩანაცვლებას აპირებენ, არის ჭიდაოობის ფედერაციის შენობა, რომელიც ვაკეშია და რომლის ირგვლივაც ტერიტორიები სრულად გაყიდულია და იქ კორპუსების ჩადგა იგეგმება, ერთადერთი ადგილი კი რომელსაც ვერ ეხებიან არის ჭიდაობის ფედერაციის მიმდებარე. არსებობს ვერსია, რომ ეს ტერიტორია "ოცნებას" და კახა კალაძესთან დაახლოებულ პირებს სურთ და გეგეშიძის დასჯაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.
30 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ დაწერა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ საანგარიშო ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. როგორც კურტანიძემ განმარტა, ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგე გეგეშიძემ მიანიშნა, რომ იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
გუშინ კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება გავრცელდა. ისინი კურტანიძეს სოლისდარობას უცხადებენ.