წყარო: "ოცნება" გეგეშიძის შემცვლელად ლადო ხინჩეგაშვილს ამზადებს

ჭიდაობის ფედერაცია დიდი ცვლილებების მოლოდინში - გადააყენებენ თუ არა პრეზიდენტობის თანამდებობიდან გეგა გეგეშიძეს.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ "ოცნება" გეგეშიძის შემცვლელად გორის მერს, ლადო ხინჩეგაშვილს ამზადებს.
თავად გეგეშიძე ვერ გამორიცხავს, რომ კომიტეტზე მისი ჩანაცვლება სურდეთ.
არ გამოვრიცხავ-თქო არ მითქვამს, უბრალოდ არ ვიცი. რაც არ ვიცი იმაზე ვერ გიპასუხებთ. კითხეთ ბატონ კურტანიძეს, ბატონ ლერისაც, თუ ვინმე არის დაინტერესებული", - ამბობს გეგეშიძე.
კომიტეტის წევრი ლერი ხაბარელი კი გამორიცხავს, რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს გეგეშიძის ადგილას სხვა კადრის დანიშვნა სურდეს.
გადაყენება ასე არ ხდება, ეს არის არჩევითი თანამდებობა. მას აქვს თავისი ვადა. არის აღმასკომი, არის ყრილობა, ამას თავისი წესები აქვს, გადაყენება-გადმოყენება ეგრე კი არ ხდება. როგორ შეიძლება ლერი ხაბელოვს, რომელიც ფედერაციის , ამ ოჯახის წევრი, მოჭიდავე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, ვისი ჩასმა უნდა უნდოდეს, ეს გამორიცხულია და აბსურდია", - ამბობს ხაბარელი.
ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს ვადა ერთ წელში ეწურება, თუმცა დაპირისპირება რომელიც არსებობს ჭიდაობის ფედერაციასა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სავარაუდოდ, იმდენად გამწვავდება, რომ შეიძლება არჩევნები რიგგარეშედაც კი ჩაინიშნოს.