ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

12.03.21 22:53
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გადავიდა. კერძოდ, Qatar ExxonMobil Open-ის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგის 33-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის  დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები