ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო

13.03.21 20:47
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცის მოუგო.

მანამდე კი, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული, შვეიცარიელი სპორტსმენი როჯერ ფედერერი ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.