ფინანსური პრობლემები გუნდში - ქუთაისის ტორპედო შესაძლოა დაიშალოს

ქუთაისის ტორპედოს გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც შესაძლოა გუნდი დაიშალოს. იტალიელმა ინვესტორმა კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა. გუნდი ოფიციალურად დატოვა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა.
ფეხბურთელები ეროვნული ლიგის 4 ივლისს დანიშნულ ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ამიტომ მოედანზე ახალგაზრდული გუნდი გავა.