საათები გადამწყვეტ მატჩამდე - ფეხბურთის ქომაგებს, ვინც ბილეთი ვერ იშოვა, კოკა-კოლა რესპუბლიკის მოედანზე ელოდება

გადამწყვეტ საფეხბურთო მანდამდე, საათებია დარჩენილი - დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლუქსემბურგის თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყებაა.
ამ თამაშის ეროვნული ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, მიუახლოვდება თუ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთი ნაბიჯით. ფეხბურთის ქომაგებს დიდი სამზადისი აქვთ დაწყებული. მათ კი, ვინც მატჩზე დასასწრებად ბილეთი ვერ შეიძინა კოკა-კოლა ფანზონაში ელოდება. ფეხბურთის ქომაგებს, მეგობრებთან ერთად, კოკა-კოლა რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება. ქალაქის ცენტრში დიდი მონიტორი უკვე დამონტაჟებულია და სამზადისი დილიდან მიდის.