ორი ნაბიჯი ისტორიულ მიღწევამდე - "დინამო არენა" საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის მოლოდინში

ორი ნაბიჯი ისტორიულ მიღწევამდე - ერთ საათში მოვლენათა ეპიცენტრი დინამო არენა იქნება. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამარჯვებული "პლეი ოფის" ფინალში გადის, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი დიდი ხნის წინ გაიყიდა.
ხოლო მათ ვინც ბილეთის გარეშე დარჩა რესპუბლიკის მოედანზე "კოკა კოლას" ფან ზონაში ელოდებიან სადაც დიდ მონიტორებზე შეეძლებათ საქ-ოს ნაკრებს უგულშემატკივრონ. დღეს თბილისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია ყველა ახლა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვების მოლოდინშია.