საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია - ქართველი ფეხბურთელები გადამწყვეტ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ

22.03.24 12:10
საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია - ქართველი ფეხბურთელები გადამწყვეტ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ახალი ბრძოლისთვის სამზადისი იწყება. ქართველი ფეხბურთელები გადამწყვეტ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი და ერთი მატჩია დარჩენილი. 2-0 საქართველოს სასარგებლოდ. ამ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს მასპინძლებმა ლუქსემბურგელი სტუმრები.

 90 წუთის განავლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა უჩვენეს. გადამწყვეტი მატჩის გმირი კი ბუდუუ ზივზივაძე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი გაიატანა. უამინდობის მიუხედავად, "დინამო არენა" სრულად ქართველი ქომაგებით იყო გადავსებული.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალი იყო და უნდა მოგვეგო. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ ემოციურობის და ხალხიდან წამოსული მუხტის გამო იყო, რასაც ჩემი აზრით ფინალში გამოვასწორებთ. მწვრთნელიც გვეტყვის, თუ რა იყო შეცდომა. საერთოპ ჯამში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვამაყობ ძალიან ჩემი გუნდით. თითოეულმა თავისი საქმე იდელაურად გააკეთა და მე ვიყავი იღბლიანი, რომ ის ორი მომენტი შემექმნა. უბედნიერესი ვარ. გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი, იმიტომ, რომ ძალიან სწორ მომენტებში ალიან სწორი მუხტი მოდიოდა. ვთხოვთ, რომ 26-შიც იგივე გაამეორონ", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ მატჩის დასრულების შემდეგ.