ვამაყობ ჩემი გუნდით! იღბლიანი ვარ, რომ ის ორი მომენტი შემექმნა - ბუდუ ზივზივაძე

22.03.24 12:15
ვამაყობ ჩემი გუნდით! იღბლიანი ვარ, რომ ის ორი მომენტი შემექმნა - ბუდუ ზივზივაძე

ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალი იყო და უნდა მოგვეგო - ამის შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ გუშინდელი მატჩის გმირმა ბუდუ ზივზივაძემ მედიასთან განაცხადა.

ზივზივაძე ამბობს, რომ იღბლიანია, რომ ის ორი საგოლე მომენტი სწორედ მას შეექმნა, რიტაც საქართველოს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალი იყო და უნდა მოგვეგო. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ ემოციურობის და ხალხიდან წამოსული მუხტის გამო იყო, რასაც ჩემი აზრით ფინალში გამოვასწორებთ. მწვრთნელიც გვეტყვის, თუ რა იყო შეცდომა. საერთო ჯამში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვამაყობ ძალიან ჩემი გუნდით. თითოეულმა თავისი საქმე იდელაურად გააკეთა და მე ვიყავი იღბლიანი, რომ ის ორი მომენტი შემექმნა. უბედნიერესი ვარ. გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი, იმიტომ, რომ ძალიან სწორ მომენტებში ალიან სწორი მუხტი მოდიოდა. ვთხოვთ, რომ 26-შიც იგივე გაამეორონ", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ მატჩის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ახალი ბრძოლისთვის სამზადისი იწყება. ქართველი ფეხბურთელები გადამწყვეტ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი და ერთი მატჩია დარჩენილი. 2-0 საქართველოს სასარგებლოდ. ამ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს მასპინძლებმა ლუქსემბურგელი სტუმრები.

მსგავსი სიახლეები