მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ, საქართველო ერთადაა - დანიგანი საქართველოს ნაკრებს (ვიდეო)
აშშ-ის საელჩო საქართველო-საბერძნეთის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით რობინ დანიგანის ვიდეოს აქვეყნებს.
წარმატება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა"- ამბობს ელჩი.
ისტორიული მატჩი "დინამო არენაზე" - რამდენიმე საათში ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი თამაში იწყება. ევრო 2024-ის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნას ისტორიაში პირველად - ევროპის ჩემპიონატზე გამზავრების შანსი ექნება. ეროვნული ნაკრები გულშემატკივარს „დინამო არენაზე„ ზუსტად 9 საათზე ელოდება, თუმცა ქომაგები და ფეხბურთის გულშემატკივრები მსვლელობას სტადიონისკენ 6 საათზე დაიწყებენ.
დღეს დინამო არენაზე სრული ანშლანგი იქნება. მათთვის კი ვინც სტადიონზე შესვლა ვერ მოხერხა, ისტორიული მატჩის ყურების შესაძლებლობა რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანზე კოკა-კოლას მიერ ორგანიზებულ ფანსივრცეში ექნება.