"იმედი მაქვს, საქართველოს დროშას გამარჯვებულები ავაფრიალებთ" - 4 საათი ისტორიულ მატჩამდე

26.03.24 17:17
"იმედი მაქვს, საქართველოს დროშას გამარჯვებულები ავაფრიალებთ" - 4 საათი ისტორიულ მატჩამდე

დიდი სამზადისი მთელს საქართველოში და 4 საათი ისტორიულ მატჩამდე. მთელს ქვეყნაში ახლა დიდი მობილიზებაა - ფეხბურთის ქომაგები, გულშემატკივრები უკვე დინამოს სტადიონთან იკრიბებიან.

"დინამო არენა" ისტორიული შეხვდრის ეპიცენტრი ზუსტად 9 საათზე გახდება, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები  საბერძნეთს დაუპრისპრიდება. ეს ჩვენი ქვყენისთვის ისტორიული მატჩია, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი არსებობის განმავლობაში  ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასეთი რელური შანსი არასდროს ჰქონია. "დინამო არენასთან" უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უკვე მოქმდებს, რადგან იქ გულშემატკივრის უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან.

სხვა შედეგი გარდა გამაარჯვებისა არ განიხილება. მე ვფიქრობ რომ საკმაოდ რთული თამაში გველის. მარტო ფეხბურთელებზე არ არის დღევანდელი დღის პასუხისმგებლობა, ეს გულშემატკივრებზეც არის, ამიტომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს ყველა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს დროშა თამაშის შემდეგ ყველაზე მაღლა იფრიალებს და მას გამარჯვებულები ავაფრიალებთ", - ამბობს "ქომაგების" ლიდერი ბექა ნოზაძე "პირველებთან".