ისტორია დაიწერა - საქართველოს ნაკრების თავგანწირულმა თამაშმა მატჩი საყოველთაო ზეიმად აქცია

27.03.24 20:16
ისტორია დაიწერა - საქართველოს ნაკრების თავგანწირულმა თამაშმა მატჩი საყოველთაო ზეიმად აქცია

 

ისტორია დაიწერა. 26 მარტი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების დღეა. ის რაც გუშინ დედაქალაქში ხდებოდა ახსოვთ მხოლოდ იმათ, ვინც 43 წლის წინანდელ დინამოს გამარჯვებას აღნიშნავდა. უმძიმესი შეხვედრა, უკომპრომისო ბრძოლის 120 წუთი და პენალტების სერიაში მოპოვებული დამსახურებული გამარჯვება. საქართველოს ნაკრების თავგანწირულმა თამაშმა საფეხბურთო მატჩი საყოველთაო ზეიმად აქცია. მთელი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ღირსების ორდენებზეა წარდგენილი. 

ბიჭებმა ღირსების მატჩი მოიგეს. კვეკვესკირის მიერ დარტყმული გამარჯვების პენალტის შემდეგ გულშემატკივრები ვერც ჯებირებმა და ვერც პოლიციამ შეაჩერა. მინდორი ქომაგებით გადაივსო და ხალხს სიმბოლურად მოედნის ბალახი მიქონდა ისტორიული მატჩის სამახსოვროდ. ახლა ყველა ევროპის ჩემპიონატის მოლოდინშია, სადაც პირველად საქართველოს დროშა აფრიალდება და ეროვნული ჰიმნი შესრულდება. ეს ქართველ გულშემტკივარს 18 ივნისს თურქეთთან შეხვედრის დაწყების წინ ელოდება.

დეტალები ნახეთ, გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.