დანია-ინგლისის მატჩის შედეგი შესაძლოა, გაუქმდეს
Uefa-მ გამოძიება დაიწყო დანიელი მეკარეზე ლაზერული შეტევის გამო. როგორც ირკვევა, პენალტის შესრულების დროს ინგლისის გულშემატკივრები კასპერ შმიხელს თვალებში ლაზერს ანათებდნენ და მის პროვოცირებას ახდენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უეფამ ინგლისს ბრალი წაუყენა მას შემდეგ, რაც სატელევიზიო კადრებში ნათლად გამოჩნდა, რომ დანიის მეკარის, კასპერ შმიხელის, სახეზე მწვანე შუქი დაფიქსირდა.
დანიის მეკარემ, შმიხელმა, პენალტი მოიგერია, მაგრამ გამოვარდნილ ბურთს ინგლისელმა ფეხბურთელმა, კეინმა, განმეორებით დაარტყა. შედეგად ინგლისმა ანგარიშით 2-1 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რა დროსაც იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
BBC-ის ინფორმაციით, ინგლისს ასე ბრალი ედება დანიის სახელმწიფოს ჰიმნის შესრულების დროს არეულობის გამოწვევასა და ფეიერვერკის მოწყობაში.
საქმეს დროულად განიხილავს უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო ორგანო (CEDB)”, - ნათქვამია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.
დანიის სახელმწიფო ჰიმნის დროს ისმოდა გარკვეული ხმაური, რომელიც გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის, ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჩვენ გვინდა, რომ გულშემატკივრებმა გამოიჩინონ მხარდაჭერა და იყვნენ პატივისცეულები. უეფა ამას იკვლევს, ეს მათი საკითხია, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რისი ნახვაც გვსურს - განაცხადა ჯონსონის წარმომადგენელმა.