ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს

09.07.21 17:21
ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიებების დაწყებამდე 2 კვირით ადრე ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. ოლიმპიური ცეცხლი იაპონიის დეაქალაქის გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ, მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მარტის თვეში დაიწყო და დღეს დასრულდა. ოლიმპიური კომიტეტისთვის მისი გადაცემის ცერემონიამ მოკრძალებულად ჩაიარა, მას მხოლოდ ჟურნალისტთა მცირე რაოდენობა და მიწვეული ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ. 

ივნისში კორონავირუსის ფაქტების შემცირების გამო იაპონიის ხელისუფლებამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტეს, მაყურებლებისთვის სტადიონების ნახევრის დაკავების უფლება მიეცათ. თუმცა მას შემდეგ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში ვირუსული აფეთქება დაიწყო, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე ჩაეტარებინათ. 

ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ის 2021 წელს გადაიტანეს. 

8 ივლისის მონაცემებით, იაპონიის დედაქალაქში კორონა ვირუსით ინფიცირების 869 შერმთხვევა დაფიქსირდა, ეს წინა კვირასთან შედარებით 3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. 

პანდემიიდან დღემდე იაპონიაში კორონა ვირუსს 14 900 ადამიანი ემსხვერპლა.