ივანიშვილი "კაგებეშნიკია" და "ოცნება" "კაგებეს" მიერ იმართება - მამუკა ხაზარაძე

17.04.24 12:40
ივანიშვილი "კაგებეშნიკია" და "ოცნება" "კაგებეს" მიერ იმართება - მამუკა ხაზარაძე

"თუ კანონი იქნა მიღებული, რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით", - ამის შესახებ განცხადება "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "პირველებთან" გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროპულ ოჯახს ვეღარ შეუერთდება.

მამუკა ხაზარაძე ოლიგარქის პარტიის წევრებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და ივანიშვილის "კაგებეშნიკს" უწოდებს.

თუ ეს კანონი იქნა მიღებული, ჩვენ ჩაგვეკეტება ძალიან სერიოზულად ევროკავშირის პერსპექტივა და აღმოვჩნდებით რუსეთის ორბიტაზე. შარლ მიშელი, შოლცი, თუ სხვა ევროდეპუტატები ნათლად გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება შეგატრიალებთ რუსეთისკენ. აქეთ გვყავს კობახიძე, ბოჭორიშვილი, მდინარაძე და კაგებეშნიკი ივანიშვილი. რატომ ხდება ეს ამ ქვეყანაში? იმიტომ, რომ ესენი იმართებიან კაგებეს მიერ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები