ხაბეიშვილი: თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწონად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში, გომელაურს ნამდვილად შეუძლია

19.04.24 15:17
ხაბეიშვილი: თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწონად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში, გომელაურს ნამდვილად შეუძლია

"თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწონად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში, გომელაურს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი," - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში "ოცნების" დეპუტატებსა და შს მინისტრს.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ანტირუსულ აქციაზე სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე გადააგდო, მოატყუო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით ხელისუფლებაში. შესაბამისად, წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი. მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ უპირობოდ გაიტანდა ამ კანონს და შემდეგ მოტყუებით, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელმეორედ შემოიტანეს ეს კანონი. თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწვნად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში. გომელაურს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის კიდეც თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი. არ არსებობს ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი, ვისაც ეს კანონი ეხება პოზიტიურად დედამიწაზე. რადიკალები, პროვოკატორები ხართ ხელისუფლებაში, რადგან ზუსტად იცოდით რა მოყვებოდა რუსული კანონის შემოტანას, მაგრამ ხალხის საწინააღმდეგოდ მაინც შემოიტანეთ. არ არსებობს ამაზე არგუმენტი, რომ არ იცოდით, რომ ხალხს არ უნდა რუსული კანონი, რომ თითქოს თქვენ არ იცით ხალხს უნდა ევროპა და შესაბამისად ზუსტად იცოდით რა მოყვებოდა ამ პროცესებს, მაგრამ რუსების დავალების შესაბამისად ეს კანონი შემოიტანეთ. რატომ გწყინთ? იმიტომ, რომ ეს არ იყო არც თქვენი დღის წესრიგის თემა, არც საუბრობდით ამაზე, უბრალოდ ვერ აიტანეთ გაღიმებული ბედნიერი ქართველი, რომელიც აღნიშნავდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. შემდეგ თქვენს პრემიერ მინისტრს უსტვინეს ახალგაზრდებმა, ამ აღნიშვნის პარალელურად და ასეთი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრეთ. ხომ ამბობდით მგზნებარედ, რომ ერთი ადამიანის თმის ღერად არ გიღირთ არაფერი, ასე ამბობდით, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეთ. ერთ ადამიანს თმის ღერი ჩამოუვარდეს კი არა, გომელაური აქ არის და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მოწყვეტით დავარდა ახალგაზრდა და დაარტყა საფეთქელი. ღმერთის წყალობით გადარჩა, მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ ეს ბავშვი ცოცხალი ამდგარიყო იქიდან. ეს კადრები ხომ ნახეთ და ხომ თვენი დავალებით გააკეთეს ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდან, სპეცრაზმის, ხარებას მხრიდან ხომ იყო განწირული ეს ადამიანი. ქუჩებში, ეზო-ეზო მისდევდით ახალგაზრდებს და როგორ ახალგაზრდებს მისდევდით იცით? რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და უნდათ ევროპული მომავალი, მაგრამ თქვენ ქუჩებში სდიეთ, რომ მაქსიმალურად გერტყათ ამ ადამიანებისთვის და დაგესაჯათ ევროპული მომავლის სურვილის გამო.
როდესაც სადამსჯელო ღონისძიებაზე ვსაუბრობთ, ეს ხარება რომ დაგიქირავებიათ. ივანიშვილმა  2-5 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს დაცვის კომპანიას, სადაც არიან ზონდერები, გადააცმევთ ფორმებს და აუცილებლად ბევრი კეთილსინდისიერი თანამშრომელი მოყვება, რომ ესენი არ არიან გდდ-ს თანამშრომლები, ესენი არიან თქვენი პირადი, ხარებას ზონდერები და 300-დან 500-მდე გყავთ ასეთი, რომლებიც დაცვის სამსახურებში გყავთ გაფორმებული, ძალიან ბევრ შავ ფულს აძლევთ და შემდეგ ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და უსწორდებიან ფიზიკურად. 

ბატონო მინისტრო, თქვენმა პირადმა მოადგილემ, მაღალ თანამდებობაზე იყო, მიუწვდებოდა ხელი ყველა ინფორმაციაზე, მან თქვა ასეთი რამე, რომ თქვენ რუს გენერლებს ბორტნიკოვს, სედოვს, ბესედას მცხეთაში უმასპინძლეთ. თქვენმა მეგობარმა, ძმაკაცმა, მოადგილემ, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, მარტო თქვენთან რომ ჰქონდა კავშირი მთელი ცხოვრება და არაფერთან სხვასთან, მან თქვა. სად არის ბესედზე, სედოვზე ინფორმაცია? გამოძიება დაიწყეთ? შეიძლება რომ მოადგილემ გამხილოთ და ისევ თანამდებობაზე ხართ, დროებით მაინც გადამდგარიყავით. საზოგადოება არ უკვირს რატომ იცავთ რუსულ კანონს, როდესაც სედოვს, ბესედას ხვდებით მცხეთაში ხაჭაპურებს აჭმევთ და ელარჯს უწელავთ. 

უცხო ქვეყნის აგენტზე საუბრობთ და ივანიშვილზე  უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა მილიარდები და საიდან წამოიღო თავისი კაპიტალი? ვინმემ ხელი აწიეთ და თქვით, რომ ეს არის დასავლური ფული. მოსკოვიდან ხომ არ წამოიღო ის ფული? რუსეთის ინტერესებს ხომ არ ატარებს?  მაგ მილიარდებით თქვენ ხომ არ გკვებავთ? როცა ვიღაცის აგენტად მონათვლა გსურთ, ბიძინაზე მეტი აგენტი ვინ შეიძლება იყოს? მითხარით საქართველოში მეორე ვინაა ისეთი, ვინც რუსეთიდან მილიონები წამოიღო და შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და მეტიც, ხელისუფლებას მართავს და ვისაც რა უნდა იმას აკეთებინებს. გამოძიება თუ დაიწყეთ რუს ოლიგარქს, ევტუშენკოვს რომ ელაპარაკებოდა? თქვენ მისი პირადი მცველი იყავით და ახლა იგივეს აკეთებთ. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, ავთენტურობაც არ დაგიყენებიათ ეჭვქვეშ.

კორუმპირებული ხართ ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც ნასესხები 1000 დოლარით წავიდა საზღვარგარეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


 

 

 

მსგავსი სიახლეები