იტალია ევროპის ჩემპიონია

12.07.21 10:45
იტალია ევროპის ჩემპიონია

იტალია ევროპის ჩემპიონია. ევრო 2020-ის უემბლიზე გამართულ ფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.

მატჩის მე-2 წუთზე ლუკ შომ ანგარიში გახსნა და ინგლისელები დააწინაურა. მატჩის 67 წუთზე კი ლეონარდო ბონუჩიმ ინგლისელებს ბურთი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ორივე დამატებითი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ იტალიელებმა ინგლისი პენალტების სერიაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.