ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის გადამწყვეტი შეკრების დაწყებამდე მიხელ მესხის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართეს. სანიოლმა ის 26 ფეხბურთელი წარადგინა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან:
გიორგი მამარდაშილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი,
საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე,
გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი.
ოფიციალური საბოლოო განაცხადი უეფაში 7 ივნისს უნდა წარვადგინოთ, ანუ იქამდე შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თუმცა თუკი გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, სწორედ ეს 26 ფეხბურთელი წარადგენს საქართველოს ევროპის მისთვის პირველ ისტორიულ ჩემპიონატზე.
ნაკრები შეკრებას 28 მაისს ავსტრიაში დაიწებს და ევროპის ჩემპიონატზეც პირდაპირ ავსტრიიდან გაემგზავრება.