ევრო 2024 - საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება

14.06.24 20:53
ევრო 2024 - საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება

3 საათი საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე - დღეს ევრო 2024 გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების თამაშით გაიხსნება. თუმცა, ჩვენი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული დღე 18 ივნისია, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპინატზე პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი გერმანიაში აქტიურად ემზადება ამ შეხვედრისთვის. ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა თითქმის სავსე სტადიონის თანხლებით გამართა. გუნდთან ერთად კი პირველი თამაშისთვის ემზადება გერმანიაში მყოფი ქართველი გულშემატკივრებიც.

მსგავსი სიახლეები