ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიამ შოტლადიის ნაკრები 5:1 დაამარცხა

15.06.24 10:47
ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიამ შოტლადიის ნაკრები 5:1 დაამარცხა

ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიამ შოტლანდიის ეროვნული ნაკრები   5:1  დაამარცხა. მასპინძელი ქვეყნის ფეხბურთელებმა უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე მოიპოვეს. ამ თამაშის დამსახურებით, ბუნდესმანშაფტმა ახალი ისტორია დაწერა. გერმანიამ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მერვედ მოიგო - ასეთი რამ კი ჯერ არ მომხდარა. 

განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ქართველ გულშემატკივრებსაც. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პირველი მატჩისთვის უკვე ემზადებიან. დორტმუნდის სტადიონზეე,  პირველ მატჩს ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ეროვნული ნაკრებისს წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები