ჩვენმა პატარა ჩემპიონებმა, წალენჯიხის "იუვენტუსმა" ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა ყველას - ხაზარაძე

15.06.24 11:49
ჩვენმა პატარა ჩემპიონებმა, წალენჯიხის "იუვენტუსმა" ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა ყველას - ხაზარაძე

 

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პატარა იუვენტუსელების წარმატებით გახარებული და ამაყია.

ხაზარაძის თქმით, სულ რაღაც ერთ წელში, გუნდმა ძალიან კარგი შედეგი დადო. 

ჩამოვიდნენ ჩვენი პატარა ჩემპიონები, წალენჯიხის იუვენტუსი, საკმაოდ დიდი გამარჯვება და სიხარული მოგივტანეს ყველას. ახლა ვიმყოფებით მაკდონალდში. თემურ ჭყონია უმასპინძლდება პატარა ჩემპიონებს და მივემგზავრებით წალენჯიხაში, რათა უკვე ადგილზე აღვნიშნოთ მათი წარმატება. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარმატება იქნას მიღწეული. ეს სულ რაღაც ერთწლიანი ისტორიაა, რომელიც ასე საკმაოდ დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ქართველი იუვენტუსელები თბილისში არიან. წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები საქართველოში სრული გამარჯვებით დაბრუნდნენ. დამწყებმა ფეხბურთელებმა აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის ფავორიტის წოდებაა მიიღეს და მეექვსე ადგილი დაიკავეს. ლონოდნის, ლოს-ანჟელესისა და პოლონეთის გუნდებს, ქართველმა იუვენტუსელებმა სამივე მატჩში მოუგეს და ქულების მაქსიმუმით ოქროს ჯგუფში მოხვდნენ. 

თბილისში დაბრუნებულ მოზარდებს ახლა მაკკდონალდსი მასპინძლობს.