ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის ემზადება
ისტორიულ მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის ემზადება. ქართველმა ფეხბურთელებმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშეს.
18 ივნისს თბილისის დროით საღამოს 20:00 საათზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირსპირდებან. დორტმუნდში ახლა განსაკუთრებული სამზადისია. გერმანიაში უკვე იმყოფებიან ქართველი ქომაგებიც, რათა ეროვნული ნაკრების წევრები საფეხბურთო სტადიონზე ქართული შეძახილებით გაამხნევონ.