საქართველო ევროპაზე - მზადება პირველი ისტორიული მატჩისთვის

17.06.24 20:00
საქართველო ევროპაზე - მზადება პირველი ისტორიული მატჩისთვის

18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი - ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას  ევროპის ჩემპიონატზე გამართავს.   ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია. 

ამ წუთებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. ვილი სანიოლი ხვალიდელი მატჩისთვის გუნდის მომზადებაზე საუბრობს. დიდი მზადება აქვთ გულშემატკივრებსაც. უკვე ცნობილია, რომ საქ-ოს ნაკრების მხარდამჭერები  დილიდან   დორტმუნდის ცენტრში შეიკრიბებიან და  შემდეგ მსვლელობით დაიძვრებიან სტადიონისკენ.  ხვალ ჩვენს გუნდს  ტრიბუნებიდან  10 ათასი ქომაგი გაამხნევებს. 

როგორი განწყობაა ნაკრებში მატჩამდე 24 საათით ადრე  და როგორ ემზადებიან გულშემატკივრები - გიორგი დარჯანია ბოლო ინფორმაციით დორტმუნდიდან.

მსგავსი სიახლეები