საქართველო VS ჩეხეთი - რა განწყობაა ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრის წინ

19.06.24 20:02
საქართველო VS ჩეხეთი - რა განწყობაა ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრის წინ

მატჩი, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს -  წინ უკომპრომისო ბრძოლა გველოდება. ქართველებიც და ჩეხებიც მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.  უკვე ყველამ ვიცით, რომ ქართველი ფეხბურთელები იოლად  არაფერს დათმობენ. გუშინდელმა მატჩმა  ევროპის ჩემპიონატი სხვა განზომილებაში გადაიყვანა. დღეს პირველი ემოციები ჩავლილია. გუნდმა მზადება ჩეხეთთან შეხვედრისთვის დაიწყო. 

შაბათს თეთრი და წითელი ფერებით ჰამბურგი შეიმოსება. ქართველ გულშემატკივართა არმია უკვე დაიძრა გუნდის მხარდაჭერად. ყველა დარწმუნებულია, რომ მეორე შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით დასრულდება. ამ წუთებში საქართველოს ნაკრები ქალაქ ფელბერტის სტადიონზე ვარჯიშობს.  გუშინდელმა თამაშმა აჩვენა, რომ ქართველ ფეხბურთელებს ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლიათ. ევროპული დებიუტის შემდეგ ახლა ჩეხეთის ბარიერია გადასალახი. 

რა განწყობაა გუნდში მეორე შეხვედრის წინ   - გიორგი დარჯანია დეტალებით