ეროვნული ნაკრებით მოხიბლული მსოფლიო

19.06.24 20:07
ეროვნული ნაკრებით მოხიბლული მსოფლიო

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.  გუშინდელი მატჩის შემდეგ  ჩვენი ფეხბურთელები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არიან.   გუნდი, რომელმაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა. თურქეთთან შეხვედრას ჰყავს გამორჩეული მოთამაშეებიც.  მათ შორის The New York Times წერს მიქაუტაძეზე, როგორც გოლის ავტორზე და თამაშის უპირობო ლიდერზე. 

ეს მხოლოდ დასაწყისია - წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა თამაშის საუკეთესო კლასი აჩვენა და დაამტკიცა, რომ  შეუძლია ღირსეული კონკურენცია გაუწიოს გაცილებით გამოცდილ გუნდებს, ამიტომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება.   საქართველოს ისტორიაში იწერება კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი. 

წინ 22 ივნისი და  ჩეხეთთან შეხვედრაა. ფეხბურთელები ამბობენ, რომ შეცდომები გაანალიზებულია და მომდევნო თამაში გაცილებით წარმატებული იქნება ჩვენი გუნდისთვის.

ეროვნული ნაკრებით მოხიბლული მსოფლიო - ნანუკა ქაჯაია დეტალებით