უფრო ძლიერები დავბრუნდებით, მადლობა მხარდაჭერისთვის -ზურიკო დავითაშვილი
უფრო ძლიერები დავბრუნდებით - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სიციალურ ქსელში წერს.
ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 19 ივნისს დორტმუნდის სტადიონზე, თურქეთთან ჩაატარა"- წერს ფეხბურთელი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. გუშინდელი მატჩის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არიან. გუნდი, რომელმაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა. თურქეთთან შეხვედრას ჰყავს გამორჩეული მოთამაშეებიც. მათ შორის The New York Times წერს მიქაუტაძეზე, როგორც გოლის ავტორზე და თამაშის უპირობო ლიდერზე.