გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისი დაწყებულია - უახლესი დეტალები გერმანიიდან

20.06.24 11:39
გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისი დაწყებულია - უახლესი დეტალები გერმანიიდან

გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისი დაწყებულია - 22 ივნისს, საღამოს ხუთი საათზე, გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის საფეხბურთო სტადიონზე უნდა გადაწყდეს, გავა თუ არა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან.

საქართველოს მეტოქე ჩეხეთია, რომელსაც გამარჯვება ზუსტად ისე სჭირდება, როგორც ჩვენ. ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში თურქეთმა და პორტუგალიამ სამ-სამი ქულა მოიპოვეს და შესაბამისად, საქართველოს და ჩეხეთს აჯობეს. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სახიფათო კონკურენტად განიხილავს.

გერმანიაში არიან ქართველი ქომაგებიც, შესაბამისად, შაბათს ჰამბურგის სტადიონზე ეროვნულ ნაკრებს მშობლიურ ენაზე ისევ ასობით გულშემატკივარი გაამხნევებს. 

მე მგონია, რომ ურთულესი შეხვედრა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატია ჩვენი გუნდისთვის და ასევე მეტოქე არის საშუალო ევროპული გუნდი, ძალიან კარგად დაკომპლექტებული და ყველა რგოლში თანაბრად ძლიერი, ამიტომ რთულ თამაშს ველი, დაძაბულს და პირადად ჩემი სურვილია, რომ ისეთივე სანახაობრივი იყოს, როგორც თურქეთთან", - ამბობს გულშემატკივარი.