საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰამბურგისკენ მიემგზავრებიან

საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰამბურგისკენ მიემგზავრებიან. ისტორიულ თამაშამდე ზუსტად 24 საათია დარჩენილი.
დღეს, მატჩისწინა ვარჯიში ქართველმა ფეხბურთელებმა ფელბერტის სტადიონზე გამართეს.
ჰამბრუგში გროვდებიან ქართველი ქომაგებიც. ხვალ "ფოლკსპარკშტადიონზე" ისევ ასობით ქართველი გუშლემატკივარი შეიკრიბება და ეროვნულ ნაკრებს შეძახილებით გაამხნევებენ. ისინი სტადიონამდე მსვლელობით მივლენ.
"აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დარწმუნებულები ვართ, ხვალაც მაქსიმუმს გაიღებენ ჩვენი ბიჭები. გოლს ალბათ ბუდუ გაიტანს", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.
ჩვენი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს ხვალ, თბილისის დროით ზუსტად ხუთ საათზე დაუპირისპირდებიან. ხვალ უნდა გაირკვეს გავა თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემიპიონატისს ჯგუფიდან.
ამ ისტორიულ ბრძოლაში, ნაკრებს, რა თქმა უნდა, მარტო არ ტოვებსს კოკა-კოლა და კომპანიის მიერ წარმოებული წყალი "მთის", რომელიც ნაკრების სპონსორია.