ერთი დღე დიდ მატჩამდე - როგორი განწყობა აქვთ ქართველ ფეხბურთელებს?
მზადება დიდი მატჩისთვის - ხვალ ამ დროს უკვე ცნობილი იქნება შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს. პრინციპული შეხვედრა ორივე გუნდისთვის - საქართველოც და ჩეხეთიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგის სტადიონი ხუთჯვრიანი დროშებით შეიმოსება. ქართველი გულშემატკივრების არმია უკვე ჰამბურგშია და მზად არის, გადამწყვეტ მატჩში ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაეხმაროს.
ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.