ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშის დაწყებამდე ზუსტად ექვსი საათია დარჩენილი. ყურადღების ცენტრში ახლა გერმანია და ქალაქი ჰამბურგია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს, თუმცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც „ნაპოლის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.
რაც შეეხება მეტოქეს, ჩეხეთის ნაკრების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი, შესაძლოა, იმავე თეთრმეტეულს დაეყრდნოს, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩი დაიწყო
ზუსტად ხუთ საათზე, ქართველი ფეხბურთელები ჩეხებს დაუპირისპირდებიან და გაირკევა, გავა თუ არა საქართველოო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან. უკვე ჰამბურგში არიან ქართველი ქომაგებიც. დღეს ეროვნულ ნაკრებს ასობით გულშემატკივარი ისევ შეძახილებით გაამხნევებენ. ეროვნულ ნაკრებს მხარს უჭერს და განსაკუთრებით ქომაგობს კომპანია კოკა-კოლა და ამავე ბრენდის წარმოებული "მთის" წყალი, რომელიც ნაკრების სპონსორია.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.