როგორ ემზადებიან საქართველოს რეგიონებში ისტორიული მატჩისთვის

22.06.24 15:15
როგორ ემზადებიან საქართველოს რეგიონებში ისტორიული მატჩისთვის

ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მთელ საქართველოში ემზადებიან - ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ყველგან გიგანტური მონიტორებია დამონტაჟებული.

ქართველი ქომაგები ისტორიული და გადამწყვეტი მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს რეგიონებიდანაც გაამხნევებენ.

სამზადისია გორშიც, სადაც შეხვედრის ადგილი გორის თეატრია. ჭავჭავაძის ქუჩაზე ეროვნული ნაკრების მაისურებით და ხუთჯვრიანი დროშებით მოქალაქეები ცოტა ხანში გამოჩნდებიან.

პირველად გავედით ევროპაზე და ამით ისტორია დაიწერა. მინდა, რომ გუნდიდან გავიდეთ, რადგან ამით უფრო დიდი ისტორია დაიწერება. ჩემი აზრით, ამიტომ უნდა მოვიგოთ, რადგან ეს ფაქტი ქართველებს, დიდ გულშემატკივრებს ძალიან გაგვახარებს", - ამბობს ქომაგი.

ისტორიული მატჩის დაწყებამდე კი გორში კონცერტი და სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.