ისტორიულ მატჩამდე 2 საათი რჩება - ქართველი ქომაგებისთვის მიხეილ მესხის სტადიონის კარი უკვე გაიხსნა
ჰამბურგის მსგავსად მალე ახმაურდებიან თბილისშიც - ქართველი ქომაგებისთვის მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონის კარი უკვე გაიხსნა.
კოკა-კოლის ფანზონაში გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა გასართობი საშუალება არის დამონტაჟებული და ახლა ფეხბურთის მოყვარულები მინი ფეხბურთის თამაშით კავდებიან.
ამ წუთებში გიგანტურ ეკრანებთან ადგილის დასაკავებლად მოქალაქეები მთელი ქალაქიდან იკრიბებიან.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული სიტყვა უკვე თქვა და ქვეყანა ევროპაზე გაიყვანა.
ყველა ერთად არის შეკრული. ასეთ მომენტებში საქართველო ერთიანია. ბიჭებს ვუსურვებ კარგ თამაშს. ჩვენ ვართ მათ მხარეს. რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან გვიყვარს და უმაგრესი ბიჭები გვყავს. ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ. დღესაც დაიწერება ისტორია", - ამბობს გულშემატკივარი.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.