ჰამბურგის საფეხბურთო სტადიონი კარი უკვე გახსნილია - ქართველი გულშემატკივრები ადგილებს იკავებენ

22.06.24 15:04
ჰამბურგის საფეხბურთო სტადიონი კარი უკვე გახსნილია - ქართველი გულშემატკივრები ადგილებს იკავებენ

ქართველები ევროპაზე და ქართველები ევროპაში - ჰამბურგი ქომაგებით არის გადავსებული. ამ წუთებში, ეროვნული ნაკრების ათიათასობით ქართველი გულშემატკივარი ჰამბურგის გიგანტურ საფეხბურთო სტადიონზე ადგილს იკავებს. კარი უკვე გახსნილია - გადამწყვეტი თამაშის დაწყებამდე კი ზუსტად ორი საათია დარჩენილი. ფოლკსპარკსტადიონამდე მისასვლელად ქართველებმაა გერმანული ქალაქი ფეხით შემოიარეს.  

ეროვნული ნაკრების მაისურებით ტანზე და ეროვნული დროშებით ხელში, ქართველები პატრიოტული შეძახილებით ამხნევებეენ ჩვენს ფეხბურთელებს. ისმის  ქართული სიმღერის ხმებიც.ახლა ყველა თამაშის დაწყებას ელოდება. ერთ მხარეს ქართველი, მეორე მხარეს კი ჩეხი ქომაგები არიან. შუაში მოედანია, რომელიც დიდი შეჯიბრების ეპიცენტრში თბილისის დროით ხუთ საათზე მოექცევა.