სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მოვიგოთ - დათო ტურაშვილი ჰამბურგიდან
ჰამბურგში საქართველოს ნაკრების საგულსემატკივროდ იმყოფება მწერალი დათო ტურაშვილი. ტურაშვილი იედოვნებს, რომ ქერთველი ფეხბურთელები დღეს ქვეყანას დიდ გამარჯვებას მოუტანენ.
ჩვენმა ბიჭებმა წინაზეც გადასარევი თამაში აჩვენეს, თუმცა არ გაგვიმართლა და სამწუხაროდ წავაგეთ. თუმცა უნიკალური რამ მოხდა, წავაგეთ და მაინც ყველა ბედნიერი იყო და იმედია, დღეს ყველა ბედნიერი ვიქნებით გამარჯვებით.
ფეხბურთი სახალხო დღესასწაულია, რომელსაც ბევრი სიკეთის და ბედნიერების მოტანა შეუძლია და ძალიან მინდა, რომ ეს დღეს მოხდეს. ბევრი ქართველი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ არაფერი ისე არ მანიჭებს ბედნიერებას, როგორც ბედნიერი ქართველების დანახვა. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მოვიგოთ", - ამბობს დათო ტურაშვილი.
საქართველო-ჩეხეთის თამაში თბილისის დროით, ზუსტად 5 საათზე დაიწყება.