საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე მოედანზე არიან და მატჩისთვის ემზადებიან

22.06.24 16:28
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე მოედანზე არიან და მატჩისთვის ემზადებიან

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე მოედანზე არიან და მატჩისთვის ემზადებიან.

ისტორიულ მატჩს უამრავი ქართველი ქომაგი ესწრება, მოედანზე ისმის ქართველების შესაძილები და ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები.

საქართველო-ჩეხეთის თამაში თბილისის დროით, ზუსტად 5 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა არ გამორიცხა, თუმცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც „ნაპოლის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.