დღევანდელი დღე არის ისტორიული, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ - კინწურაშვილი ჰამბურგიდან
დღევანდელი დღე არის ისტორიული, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ - ამის შესახებ ჰამბურგში "პირველებთან" მსახიობმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა.
ძალიან ბევრი იშრომეს, ბევრი მოინდომეს და თანამედროვე საქართველოს სული გვანახეს და ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ამ ბიჭებმა გაგვაერთიანეს ჩვენ და დღევანდელი დღეც არის ისტორიული. განწყობა ძალიან ამაღლებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ", - ამბობს კინწურაშვილი.
ისტორიული მატჩი დაიწყო - ჰამბურგის სტადიონი ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. უკვე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
ფოლკსპარკშტადიონზე ქართული დროშები ფრიალებს, ისმის გულშემატკივრების შეძახილები.