ჩეხეთის გოლი არ ჩაითვალა - დაძაბული მომენტი მატჩის 23-ე წუთზე

22.06.24 17:30
ჩეხეთის გოლი არ ჩაითვალა - დაძაბული მომენტი მატჩის 23-ე წუთზე

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უპირისპირდება.

მატჩის დასაწყისში ჩეხებმა ვილი სანიოლის გუნდს შეუტიეს, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე მოგერიებებით "ჯვაროსნები" გაშვებული გოლისგან ორჯერ გადაარჩინა.

23-ე წუთზე კი ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯებმა იმსჯელეს და გოლი არ ჩაითვალა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

მსგავსი სიახლეები